სიახლეები

საყოველთაო დაზღვევა

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 6–დან 60 წლამდე მოქალაქეებს და 60-დან 65 წლამდე მამაკაცებს.

პროგრამით მოსარგებლეებს უფასოდ ეკუთვნით შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა, ამბულატორიული მომსახურება
ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის:
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა;
ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
ელექტროკარდიოგრაფია, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე;
სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა);
სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში).

ბ. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას – ულიმიტოდ.

გ. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას – შემთხვევის ლიმიტი 15 ათასი ლარი

CopyRight © 2012 SamgoriMedi.ge, All Rights Reserved